ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთის პრეზიდენტმა აშშ-სთან ურთიერთობის დალაგება გადაწყვიტა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი მზადაა, იმუშაოს აშშ-თან ორმხრივი სარგებლის მიღებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინურ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა განამტკიცონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა მსოფლიოში სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა, კუნძულ ბალიზე,ინდონეზიაში ნოემბრის ბოლოს შედგეს.

„მსოფლიო დღეს არაა მშვიდობიანი. ჩინეთმა და აშშ-მა ერთად უნდა შეუწყონ ხელი სტაბილურობას მსოფლიოში“, – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის განცხადებაში.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობები დაძაბულია ტაივანისა და რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო.

იტვირთბა....