ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სიტყვებით ძნელია ირაკლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის გამოხატვა” – კობახიძე თანაგუნდელს ემშვიდობება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დეპუტატ, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებას ეხმაურება .

“სიტყვებით ძნელია ირაკლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის გამოხატვა. ის იყო უკეთილშობილესი ადამიანი და თითოეული ჩვენგანისთვის უძვირფასესი მეგობარი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ირაკლის სული!” – წერს კობახიძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ხახუბიას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის სახლთან ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ. ცხედარი რამდენიმე წუთის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ცნობისთვის, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღია ნაპოვნი.

იტვირთბა....