ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ გადაიდო

ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას სასამართლო პროცესი 24 ნოემბრისთვის გადაიდო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოეკვლიათ. პროცესზე გამოცხადდა ერთ-ერთი ბრალდებული, თემურ ჯანაშია.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

იტვირთბა....