ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთი კოსმოსური ინფრასტრუქტურის განადგურებით იმუქრება

რუსეთი კოსმოსური ინფრასტრუქტურის განადგურებით იმუქრება, რომელსაც უკრაინა იყენებს. თანამგზავრები აშშ-ს და მის მოკავშირეებს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„კვაზისამოქალაქო ინფრასტრუქტურა საპასუხო დარტყმის კანონიერი სამიზნე შეიძლება გახდეს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღზე კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კონსტანტინე ვორონცოვმა.

მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კომერციული კოსმოსური ინფრასტრუქტურა, რომელიც აშშ-სა და მის მოკავშირეებს ეკუთვნის, სამხედრო კონფლიქტში იქნება ჩართული.

იტვირთბა....