ქაშუეთის ეკლესიაში უკრაინაში გმირულად დაღუპული სამხედროს, მიხილ ყაფლანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ყაფლანიშვილის ცხედარი გვიან ღამით ჩამოასვენეს საქართველოში.
ტაძართან იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც დაღუპულის ოჯახის წევრებთან სამძმრის გამოსაცხადებლად მივიდნენ.
მიხეილ ყაფლანიშვილს ლუგანსკში, ოკუპანტების სარაკეტო იერიშის დროს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.