ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კორუფცია და ოლიგარქია ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს – გიორგი გახარია

„დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია, ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში“, – ამის შესაცებ განცხადებას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ავრცელებს.

„კორუფცია და ოლიგარქია ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველში!“ – წერს „ტვიტერზე“ ყოფილი პრემიერი, რითაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის პოსტს ეხმაურება.

„ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ვლადიმირ პლაჰოტნიუკს, ილან შორს და 19 სხვა ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებული არიან სისტემურ კორუფციასთან და კრემლთან დაკავშირებულ არჩევნებში ჩარევასთან მოლდოვაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვის დემოკრატიის მხარდაჭერას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

იტვირთბა....