ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთი ადამიანურ რესურსთან ერთად ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას კარგავს

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთმა 69 220 სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპანტების მხრიდან ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო სისტემის დანაკარგი დღითი დღე იზრდება. სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

ჯარისკაცი – 69 220;
ტანკი – 2 631;
ჯავშანტექნიკა – 5 364;
საარტილერიო სისტემა – 1 690 ;
სარაკეტო სისტემა – 379;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 192;
თვითმფრინავები – 271;
ვერტმფრენი – 249;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 398;
საკრუიზო რაკეტები – 351;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 078;
გემი/ნავი/კატარღა – 16;
სპეციალური აღჭურვილობა – 150.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომი წამოიწყო.

იტვირთბა....