უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში 100-მდე დაჭრილი რუსი ჯარისკაცი მოათავსეს. ლუგანსკიდან და კადიევკადან სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით ქირურგების ჯგუფი ჩავიდა.
„განადგურდა მტრის საბრძოლო მასალის საცავები ხერსონის ოლქის ბერისლავის დასახლების მიდამოებში. მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება“, – ნათქვამია გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.