უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ინფრასქტუქტურებზე თავდასხმისთვის 400-მდე ირანული დრონი გამოიყენა.
“მოსკოვის “დიალოგი” მოიცავს 400 რაკეტას სიტყვების ნაცვლად”, – თქვა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინელმა სამხედროებმა ამ დრონების 60-70% ჩამოაგდეს.
ცნობისთვის, ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა დასავლეთსა და აშშ-ში ამბობენ, რომ უკრაინასი მათი გამოყენების მტკიცებულებები არსებობს.