ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი ავღანელი სამხედროების უკრაინასთან ომში ჩართვას გეგმავს

რუსეთი ცდილობს, ავღანელი ყოფილი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართოს – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თალიბანის რეჟიმის დამყარებისა და დასავლური ძალების მხრიდან ავღანეთის დატოვების შემდეგ, ქვეყანაში სპეციალური ძალების სადივიზიო-სადესანტო რაზმის დაახლოებით 30 000 სამხედრო დარჩა.

მათმა უმეტესობამ სამსახური დაკარგა და შიშობენ, რომ თალიბანი მათზე, ვინც NATO-ს ძალებთან თანამშრომლობდა, შურს იძიებს.

Foreign Policy-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დამქირავებელი ვაგნერის ჯგუფია, რომელიც ყოფილ სამხედროებს ეკონტაქტება, ცდილობს დაიქირაოს და უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართოს.

გამოცემის თქმით, ავღანეთის ეროვნული ჯარის სამხედროები, ვინც წვრთნებს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გადიოდნენ, ბოლო პერიოდში რუსეთის ჯარისგან შეთავაზებებს WhatsApp და Signal-ის აპლიკაციებში იღებენ.

„[დამსაქმებელი] ვაგნერის ჯგუფია. ისინი აგროვებენ ადამიანებს ყველა ადგილიდან. ერთადერთი ორგანო, რომელიც [რუსეთისთვის] უცხოელ სამხედროებს ქირაობს ვაგნერის ჯგუფია და არა მათი ჯარი. ეს არაა ვარაუდი, არამედ ცნობილი ფაქტია“ – წერს Foreign Policy.

იტვირთბა....