ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ბელორუსი სამხედროები უკრაინას მიმართავენ და ურჩევენ, არ მოახდინონ მათი პროვოცირება და არ შეეცადონ მათ დაშინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი შესაბამისი იქნება:
“ჩვენი პასუხი ჩვენს კოლეგებს სამხედრო ძალებში. თქვენი შეიარაღებული ძალები ავრცელებენ პათეტიკურ ვიდეოებს, რომელშიც ბელარუსელებს მიმართავენ. თქვენ ცდილობთ, რაღაცაში დაგვადანაშაულოთ, ხანდახან დაგვაშინოთ კიდეც. მაგრამ თქვენ და ჩვენ სამხედროები ვართ და ჩვენ გვესმის, რომ დაშინება სუსტების საზღვარია. რაც თქვენ ახსენეთ ცუდი არ არის – ის, რომ ჩვენ მოძმე ერი ვართ პოზიტიური სიგნალია….
თუ არ გინდათ ომი, ეს არ იქნება! ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას, ნუ ეცდებით ჩვენს დაშინებას, ნუ მოახდენთ ჩვენზე ზეწოლას და ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ. ჩვენ არ გვინდა ომი და ჩვენ არ ვემუქრებით არავის, მაგრამ ჩვენ შეყოვნების გარეშე ვუპასუხებთ გამოწვევებს და პროვოკაციებს”, – ამბობენ სამხედროები ვიდეოში.