ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ბირთვული იარაღი პუტინისთვის ფინალი იქნება – უკრაინული დაზვერვა

უკრაინული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს პრესსპიკერის ანდრეი იუსოვის თქმით, რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან ეს პუტინის ბოლო კოზირია და თუ გარისკავს, ეს მისი ფინალი იქნება:

“რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ეს არის შემაკავებელი იარაღი. თუ წარმოიდგინეთ, რომ პუტინი გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაშინ ეს არის ბოლო კოზირი და რა იქნება შემდეგ? შეწყვეტს თუ არა უკრაინა ბრძოლას? არა. გახდება თუ არა მსოფლიო უფრო დამთმობი პუტინის რეჟიმისა და სხვა რასისტების მიმართ? რა თქმა უნდა არა. ეს იქნება მისი ფინალი” – განაცხადა იუსოვმა.

იტვირთბა....