შემოდგომა მოგზაურობისთვის ყველაზე სასიამოვნო სეზონია. არ ცხელა ისე, როგორც ზაფხულში და არ ცივა ისე როგორც ზამთარში. ეს არის გარდამავალი პერიოდი, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ჯადოსნურს ხდის. სასიამოვნო ტემპერატურა და სუფთა ჰაერი, ყვითლად და წითლად შემოსილი ხეები და ლურჯი ცა, მზე, რომლის ყოველი სხივისგან მასიმლალურ სიამოვნებას იღებ და იმუხტები დადებითი ენერგიითა და ემოციებით.
შემოდგომით მოგზაურობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, გარდა იმისა, რომ ტემპერატურა ყველაზე სასიამოვნოა და ბუნებაც თვალწარმტაცი. ზაფხულში ან/და ზამთარში შობა-ახალი წლის პერიოდში ტურისტების რაოდენობა ყველა პოპულარულ მიმართულებაზე საგრძნობლად იზრდება, შესაბამისად, შეუძლებელია ისიამოვნოთ ყველა ღირსშესანიშნაობით.
თუ ცოტახნით გადადებთ მოგზაურობას და გამოტოვებთ ზაფხულის სეზონს და შემოდგომით ეწვევით ევროპას, თქვენ ისარგებლებთ საუკეთესო სასტუმროებით საუკეთესო ფასად, მშვიდი ქუჩებით, ნაკლები ტურისტითა და რიგებით თქვენთვის სასურველ სანახაობებთან მეტი ადგილით რესტორნებში, ნაკლები ხალხით თქვენს ფოტოებზე. მოკლედ, შემოდგომა, რა თქმა უნდა, წლის საუკეთესო დროა ევროპის აღმოსაჩენად.
უამრავი ქალაქია, რომელიც ამ სეზონზე ზღაპრულად გამოიყურება და უფრო მეტიც, მხოლოდ შემოდგომითაა შესაძლებელი მათი სრული ხიბლის შეგრძნება.
ქუთაისი ვარშავა ავიაბილეთები
- პარიზი, საფრანგეთი
საფრანგეთის დედაქალაქი წელიწადის ოთხივე დროს ულამაზესია, თუმცა, შემოდგომას მაინც განსაკუთრებულად იხდენს. პარიზი ნამდვილად მოგაჯადოებთ ოქროსფერად შეფერილი ქუჩებით, პარკებითა და მდინარე სენაზე არეკლილი წითელ-ყვითელი ფერებით. შემოდგდომით ამ ქალაქს არც ისე ბევრი ტურისტი სტუმრობს, ასე რომ, ნამდვილად შეძლებთ დატკბეთ ამ მომხიბვლელი ქალაქის ატმოსფეროთი, ისიამოვნოთ დილის ყავითა და ახალი გამომცხვარი კრუასანით. მშვიდად მოინახულოთ ღირსშესანიშნაობები და გახდეთ მისი ნაწილი.
პარიზის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი გვთავაზობს. ხოლო, თბილისიდან თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე ავიაკომპანიის მეშვეობით გაემგზავროთ, როგორებიცაა: Air France, Lufthansa, Georgian Airways ან Pegasus airline.
2. პრაღა, ჩეხეთი
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა საშემოდგომოდ, რადგან სწორედ ამ პერიდოშია შესაძლებელი შეიგრძნოთ ამ უძველესი ქალაქის ატმოსფერო. დღის განმავლობასი დატკბით რომაული ეკლესიებითა და გოთური ტაძრებით, ციხესიმაგრეებით, ბაროკოს სტილის ბაღებით და უნიკალური კუბისტური შენობებით.
ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ დაჯექით ერთ-ერთ მყუდრო კაფეში, მიირთვით ფინჯანი ყავა ან ჩაი. საღამოს კი გაისეირნეთ წყნარ, რიყის ქვით მოპირკეთებულ, Karoliny Světlé-ს ქუჩაზე და შედით ჰემინგუეის ბარში.
პრაღის მიმართულებით ავიაბილეთები საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეგიძლიათ შეიძინოთ. ყველაზე დაბალფასიან ავიაბილეთებს კი უთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი გვთავაზობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება ტრანზიტული რეისები, რომელსაც საუკეთესო ფასად ავიაკომპანიები – Pegasus Airlines-ი და AirBaltic-ი გვთავაზობენ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კი შეგიძლიათ Turkish Airlines-ის მომსახურებით ისარგებლოთ.
3. ჰალშტატი, ავსტრია
ავსტრიის ამ პატარა და მომხიბვლელი ქალაქის შესახებ ბევრმა არ იცის. იგი ალპებით გარშემორტყმული პატარა ტბის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. ქალაქი განთქმულია თვალწარმტაცი პეიზაჟებით, პატარა და ლამაზი სახლებით, ვიწრო ქუჩებითა და რამდენიმე პატარა ეკლესიით. ჰალშტატი შესანიშნავი არჩევანია დასვენებისთვის ოჯახთან ერთად, ან თუნდაც მარტო.
ჰალშტატში მოსახვედრად ჯერ უნდა ჩფრინდეთ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, იქედან კი გაემგზავროთ ამ ზღაპრულ და მყუდრო ქალაქში. ვენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ქუთაისიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს, ხოლო თბილისიდან ყველაზე მოსახერხებელი Air Baltic-ის მომსახურება იქნება.
4. ბუდაპეშტი, უნგრეთი
ბუდაპეშტში მოგზაურობისთვის შემოდგომა საუკეთესო სეზონია, რადგან ზაფხული აქ საკმაოდ ცხელია. ეს უძველესი ქალაქი განსაკუთრებულად დიდებულია ამ სეზონზე. ბუდაპეშტი განთქმულია თავისი უნიკალური არქიტექტურით, მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი პარლამენტის შენობით და 500-ზე მეტი ცხელი თერმული წყაროებით. თუ შემოდგომით ეწვევით ამ ქალაქს, დიდი შანსია დაესწროთ კარნავალებსა და ფესტივალებს, რომელიც ყოველწლიურად, ამ პერიოდში იმართება ხოლმე.
ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენები სრულდება როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თბილისიდან რეისებს ავიაკომაპანიები Turkish Airlines, pegasus Airlines, Air France და Lot გვთავაზობენ, თუმცა ქუთაისიდან თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ რეისით ავიაკომპანია Wizz Air-ის მეშვეობით გაემგზავროთ.
5. ამსტერდამი, ნიდერლანდები
ქალაქი, რომელსაც „ჩრდილოეთის ვენეციას“ უწოდებენ, შემოდგომით ყველაზე ჯადოსნურ ადგილად იქცევა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში ყველაზე რომანტიული ქალაქია, ამ სეზონზე განსაკუთრებულად მშვიდი და რომანტიული ხდება, როდესაცა არხების გასწვრივ ხეები შემოდგომის თბილ ფერებს ატარებენ.
ამსტერდამში მოხვედრა ძალიან მარტივად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პირდაპირი რეისითაა შესაძლებელი. ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებს. თუმცა, თუ თქვენი პრიორიტეტი დაბალბიუჯეტური მოგზაურობაა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ რტრანზიტული რეისებით, რომელსაც ავიაკომპანიიები – Pegasus Airlines-ი და AirBaltic-ი ასრულებენ.
იმისათვის, რომ ავიაბილეთები იაფად მოიძიოთ, გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი ყველა მოქმედი ავიაკომპანიის რეისების შესახებ ინფორმაცია, რაც საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ მოგზაურობა სწრაფად და მარტივად, სახლიდან გაუსვლელად. სწორედ ასეთია Aviabiletebi online -ის საძიებო სისტემა, რომლელიც გეხმარებათ აღმოაჩინოთ თქვენთვის შესაფერისი ფრენები და ამოირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი.