საზოგადოება

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად

მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო ყველაზე სასიამოვნო და დაუვიწყარი გამოცდილებაა. უცხო ქვეყნების მონახულება, სხვადასხვა კულტურისა და ისტორიის გაცნობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის აღმოსაჩენად.

ბევრ ადამიანს მოგზაურობა ძვირ სიამოვნებად ან აუხდენელ ოცნებად მიაჩნია, რადგან, ეს ყოველივე, ფინანსებთანაა დაკავშირებული. თუმცა, არსებობს რამდენიმე ხერხი და გზა იმისათვის, რომ ეს ოცნება რეალობად აქციონ და ამისათვის სულაც არ არის საჭირო დიდი თანხების გამოყოფა.

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით, რომ მოგზაურობა იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივია, ვიდრე  წარმოგიდგენიათ. გაიგებთ ხრიკებს, რომელიც დაგეხმარებათ დაჯავშნოთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად და გაემგზავრებით საოცნებო მოგზაურობაში.

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები წინასწარ

თუ გსურთ იმოგზაუროთ ბიუჯეტურად, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე, რომ მიიღოთ საუკეთესო შემოთავაზება. სტატისტიკურად, ავიაკომპანიები სწორედ თვენახევრით ან ორი თვით ადრე გვთავაზობენ ავიაბილეთებს დაბალ ფასად. ხოლო თუ ფრენამდე ცოტა დრო არის დარჩენილი, ადგილების რაოდენობა მცირდება და ავიაბილეთების ფასები იზრდება.

  1. არჩევანი შეაჩერეთ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიაზე

სწორედ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების დამსახურებაა ის, რომ დღეს მოგზაურობა ყველასათვის ხელმისაწვდომია და ფუფუნების საგანს არ წარმოადგენს. ასეთი ავიაკომპანიები საშუალებას გვაძლევენ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, შედარებით იაფად ვიმოგზაუროთ და ავიხდინოთ ოცნება.

  1. უკეთესი იქნება თუ უარს იტყვით ჩასაბარებელ ბარგზე

თუ შესაძლებელია, უარი თქვით ჩასაბარებელ ბარგზე, რომ თქვენი ავიაბილეთების ფასი არ გაიზარდოს. უმეტეს შემთხვევაში, ავიაკომპანიები ბარგიან ავიაბილეთებს საკმაოდ ძვირად გვთავაზობენ.

  1. დაგეგმეთ მოგზაურობა სეზონების მიხედვით

სამოგზაურო სეზონებზე ავიაბილეთების ფასები საკმაოდ იზრდება. როგორც წესი, ზაფხული და ზამთარი ყველაზე აქტიური დროა, ამიტომ,  უმჯობესია, თქვენი მოგზაურობა დაამთხვიოთ არასეზონურ პერიოდს.

  1. ყურადღება მიაქციეთ კვირის დღეებს

ავიაბილეთების ფასები დღეების მიხედვით საკმაოდ განსხვავდება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გასამგზავრებლად შეარჩიოთ კვირის სამუშაო დღეები და არა შაბათ-კვირა. სტატისტიკურად, ავიაბილეთების შეძენა შედარებით დაბალ ფასად სამშაბათ დღესაა შესაძლებელი.

  1. შეარჩიეთ რეისი დღის მონაკვეთის მიხედვით

კვირის დღეებთან და სეზონებთან ერთად, ავიაბილეთების ფასზე გავლენას, გამგზავრების დროც ახდენას. თუ შეძლებთ რომ ცოტახნით უარი თქვათ ძილზე და კომფორტზე და შეიძენთ ფრენას დილის რეისზე, ამ შემთხვევაში თქვენი ავიაბილეთების ფასი შედარებით გაიაფდება.

  1. მოქნილი გრაფიკი მნიშვნელოვანია

როდესაც შეზღუდული ხართ თარიღებში და რეისებს რომელიმე კონკრეტულ  რიცხვებში ეძებთ, გაგიჭირდებათ იაფი ავიაბილეთების მოძიება. თუმცა, თუ რიცხვებში შეღუდული არ ხაართ და შეგიძლიათ რამდენიმე დღით ადრე ან გვიან გაემგზავროთ სასურველს მიმართულებაზე, შესაძლოა გაგიმართლოთ და  საუკეთესო შემოთავაზებით ისარგებლოთ.

  1. შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთები ერთდროულად

თუ სარგებლობთ ერთი ავიაკომპანიით, მაშინ გირჩევთ რომ ავიაბილეთები ერთდროულად შეიძინოთ. ამ შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო დაბალ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.

  1. ისარგებლეთ ტრანზიტული რეისით

იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ფრენის ღირებულება თქვენთვის მიუწვდომელია, აუცილებლად გადაამოწმეთ ტრანზიტული რეისები. შესაძლოა, მხოლოდ ერთი გადაჯდომით, გაცილებით იაფი ავიაბილეთების შეძენა შეძლოთ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაემგზავროთ ახლომდებარე ქალაქში, თუ ეს შედარებით ბიუჯეტური იქნება და იქედან კი მატარებლით ან ავტობუსით გაემგზავროთ დანიშნულების ადგილამდე. ეს შესაძლოა ცოტა დამღლელად მოგეჩვენოთ, თუმცა საოცნებო მოგზაურობისთვი ნამდვილად ღირს მცირეოდენი “მსხვერპლის” გაღება.

  1. ავიაბილეთების მოსაძებნად გამოიყენეთ საუკეთესო საძიებო სისტემა

ავიაბილეთების შეძენისას მნიშვნელოვანია გამოიყენოთ საძიებო სისტემა და არა უშუალოდ რომელიმე კონკრეტული ავიაკომპანიის ვებ-გვერდი, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ საშუალება გექნებათ ყველა რეისი, რომელიც თქვენთვის სასურველი მიმართულებით სრულდება, ერთ სივრცეში ნახოთ, მოახდინოთ ფასების შედარება და მარტივად აღმოაჩინოთ თქვენთვის შესაბამისი ავიაბილეთები.

ასევე, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ისეთი საძიებო სისტემა, რომელიც მაქსიმალურად მომხმარებელზე იქნება მორგებული და მარტივად შეძლებთ მის გამოყენებას. სწორედ ასეთია aviabiletebi -ის საძიებო სისტემა რომელიც ავიაბილეთების შერჩევის პროცესს საკმაოდ მარტივს და კომფორტულს ხდის.

თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია ფასების, ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და სააგენტოების მიხედვით. ისარგებლოთ ფასების კალენდრით, ააწყოთ მარშუტები და მიიღოთ სხვადასხვა სერვისი, რომლებიც მოგზაურობისთვის გჭირდებათ.

ყველა ეს ფუნქცია გაგიმარტივებთ მოძებნოთ და დაჯავშნოთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად და დაგეგმოთ თქვენი საოცნებო მოგზაურობა.

იტვირთბა....