ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სამშენებლო ობიექტები 30 ათასი ლარით დაჯარიმდნენ – კალაძე

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ 3 ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოავლინა. ერთი მათგანი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზეა, მეორე – ახალუბნის ქუჩის 11-ში და მესამე დიდ დიღომში, დოესის ქუჩაზე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, სამი ობიექტი გამოვლინდა, სადაც სამშენებლო უსაფრთხოების წესებია დარღვეული და სამივე მათგანი 30 000 ლარით დაჯარიმდა.

“მონიტორინგის შედეგად ჩვენ გამოვავლინენთ 3 ობიექტი, სადაც დაღვეული იყო სამშენებლო უსაფრთხოების წესები. თქვენ იცით, თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა ამას, იმისთვს, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს, პირველ რიგში, დაცული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – თქვა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სამშენებლო ობიექტების პასუხისმგებელ პირებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სამშენებლო პროცესებს.

იტვირთბა....