ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახმედ ზაკაევის თქმით, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩეჩნეთის დე-ოკუპაცია უნდა მოხდეს. მისი თქმით, უკრაინის პარლამენტის აღიარება რუსეთის მიერ იჩქერიის ოკუპაციასა და ჩეჩენი ხალხის გენოციდთან დაკავშირებით, ძლიერი მესიჯია:
“უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჩეჩნეთის დე-ოკუპაციის ჯერიც დადგება. უკრაინის პარლამენტის აღიარება რუსეთის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას ოკუპაციასა და ჩეჩენი ხალხის გენოციდთან დაკავშირებით, ძალიან ძლიერი მესიჯია. ჩეჩნეთი გათავისუფლდება კადიროვისა და პუტინის რეჟიმისგან. ჩვენ შევქმნით თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას, რომელსაც პარტნიორობა ექნება დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან. დარწმუნებული ვარ ევროპულ ოჯახსა და სტრუქტურაში ინტეგრაციას მოვახდენთ, რადგან ეს ევროპის ნაწილია. ამ ომში უკრაინის გამარჯვება, რუსეთის იმპერიის დასასრული იქნება. პუტინის დამარცხების შემდეგ კადიროვის დღეებიც დათვლილი იქნება”, – თქვა ახმედ ზაკაევმა.