აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, მსოფლიომ იცის, რომ ირანი რუსეთს დრონებით ამარაგებს, რუსეთი კი მათ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასმისთვის იყენებს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია:
“ჩვენ გამოვთქვით სერიოზული შეშფოთება რუსეთის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების ირანიდან შეძენის გამო.
ჩვენ ახლა გვაქვს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობასა და კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დასარტყმელად.
ჩვენ არ მოგვერიდება გამოვიყენოთ ჩვენი სანქციები და სხვა შესაბამისი ინსტრუმენტები ამ ტრანსფერებში ყველა მონაწილის წინააღმდეგ”, – აღნიშნა მან.