გორის მერიიდან ხელისუფლების კრიტიკის გამო გაათავისუფლეს მამაკაცი, რომელიც იქ წლების განმავლობაში მუშაობდა. დავით ჭალიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში სამართლიან პოზიციას აფიქსირებდა ხოლმე, რაც მის ხელმძღვანელობას არ მოწონდა. მისი თქმით, მანამდეც არა ერთხელ მიუღია გაფრთხილება იმ მიზნით, რომ კრიტიკა შეეწყვიტა:
“სამართლიანობის ეგიდით მოსული ხელისუფლება უსამართლობის ზღვაშია ჩაშვებული და შესაბამისად, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩემ სამართლიან პოზიციებს ვაფიქსირებ ხოლმე სოციალურ ქსელებში, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ გამათავისუფლეს სამსახურიდან. […] პირველი შემთხვევა არ არის, ჩემ მიმართ ხელისუფლება ახორციელებს დევნას”, – ამბობს ჭალიძე.
სამსახურიდან გაშვებული თანამშრომელი მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.