ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინელებმა ერთ თვეში, 233 „კამიკაძე დრონი“ გაანადგურეს

ჩვენი სამხედროები აგრძელებენ უკრაინის ცის დაცვას, ყოველდღე ანადგურებენ რუსი დამპყრობლების საჰაერო სამიზნეებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ 233 საფრენი აპარატი გაანადგურა.

„ერთი თვის განმავლობაში 233 უპილოტო საფრენი აპარატი Shahed და ათობით რაკეტა ჩამოვაგდეთ. დღეს ათი ირანული დრონი განადგურდა და ეს მხოლოდ კიევის მიმართულებით. კიდევ 11 Shahed-ი სამხრეთის საჰაერო სარდლობის ჯარისკაცების წყალობით განადგურდა. მადლობა ბიჭებს შესანიშნავი სამუშაოსთვის! სამწუხაროდ, არის ზარალიც. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ახალი დაზიანება გვაქვს. დღეს მტერმა სამი ენერგეტიკული ობიექტი გაანადგურა“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....