„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იმ დიეტას ამხელს, რომლის საშუალებითაც ბოლო პერიოდში წონაში დაიკლო და ფორმაში ჩადგა:
“ესაა ჩემი დიეტა და აღარ შემაწუხოთ შეკითხვებით. შედეგი ნელი, მაგრამ მყარი (ჩემს შემთხვევაში – 2 წელიწადში -25 კგ).
მარტო ცილები, დაბალი ცხიმიანობით – ხორცი, ნებისმიერი, დაბალცხიმიანი, თევზი – შემწვარი, ოღონდ რაც შეიძლება ცოტა ცხიმით, მოხარშული, გრილი და ა.შ. როგორიც გსურთ. დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები; თხილეული. მარილი, წიწაკა, ტყემალი, საწებელი, მდოგვი და მსგავსი – ყველაფერი მოსულა ზომიერად. რამდენჯერაც მოგშივდებათ, იმდენჯერ ჭამეთ, ნუ მიიყვანთ თავს შიმშილამდე, თუ გინდათ, შუა ღამესაც. ცხადია, რაც ნაკლებს შეჭამთ, ჯობია, მაგრამ ეგ არაა მთავარი. მთავარია მარტო ცილა იყოს. თუ გადაამეტეთ ცხიმები, არ შეგეშინდეთ, დააყოლეთ ცხიმის ნეიტრალიზატორი, ორლიპი მაგალითად, ან ქსენიკალი. აუცილებლად ბევრი წყალი ცილების დღეს. ასე მაქსიმუმ ერთი კვირა შეიძლება მიყოლებით. მერე უნდა დაამატოთ ბოსტნეული, გარდა კარტოფილის და მარცვლოვნების. ერთი დღე ცილები, პლიუს ბოსტნეული (ოღონდ ამ დღეს უკვე რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ ვერ შეჭამთ. მცირე ულუფა, 3-4-ჯერ. ღამე თუ მოგინდათ, მხოლოდ ცილა შეიძლება) და ერთი დღე ისევ მარტო ცილები. და ასე, მონაცვლეობით, სანამ სასურველ რეზულტატამდე არ მიხვალთ.
მთელი დიეტის მანძილზე არანაირი შაქარი, არანაირი ხილი, არანაირი ცომეული და ბურღულეული, არანაირი ალკოჰოლი. ხილის მონატრებას საგრძნობლად მოგიკლავთ ლიმონის ფრეშ გარეული წყალი. შეგიძლიათ შეუზუდავად გამოიყენოთ. ცილების სიმძიმესაც ანეიტრალებს. თუ მოკვდებით და ხილი ძალიან მოგინდებათ (და აუცილებლად ეგრე მოხდება) – ერთი დღე შეიძლება ხილის განტვირთვა. ამ დღეს მარტო ხილი უნდა ჭამოთ, გარდა ბანანის, ყურძნის, კარალიოკის, ლეღვის. შესაძლოა, მცირე ოდენობით უცხიმო ბოსტნეულიც. სასურველია უმი. წარმატებებს გისურვებთ.” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.