ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთის ციხიდან გამოშვებული და ომში გაგზავნილი პატიმარი უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს

უკრაინასთან საბრძოლველად რუსეთი ციხეებიდან პატიმრებს უშვებს და ფრონტის ხაზზე აგზავნის – ამის ნათელი მაგალითია ის პატიმარი, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს.

როგორც ტყვედ ჩავარდნილი ოკუპანტი ყვება, ის “ვაგნერის” დაჯგუფების ხელმძღვანელმა პრიგოჟინმა პირადად აირჩია და სასჯელის მოხდის სანაცვლოდ ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნა. ოკუპანტმა ომში მხოლოდ 2 დღე გაატარა, ამის შემდეგ კი ტყვედ ჩაბარდა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეებს “საზარბაზნე ხორცად იყენებს”.

როგორც ყოფილი პატიმარი აცხადებს, 1200 პატიმრიდან 267 “მობილიზაციას” და ომში წასვლის სანაცვლოდ სასჯელისგან გათავისუფლებას დათანხმდა.

შეგახსენებთ, ნავალნის გუნდმა სექტემბრის შუა რიცხვებში გაავრცელა ვიდეომასალა, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ევგენი პრიგოჟინი პატიმრების გადაბირებას და “ვაგნერში” გაწევრიანებას ცდილობს.

იტვირთბა....