ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს ყირიმის ხიდის აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ აქვს” – შსს-ს პირველი ოფიციალური კომენტარი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხთან შემხებლობა არ აქვს.

რუსეთი ამტკიცებს, რომ აფეთქებაში ქართველებიც მონაწილეობდნენ.

“საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა”, – თქვა დარახველიძემ.

იტვირთბა....