ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ასე ესმით დეპოლარიზაცია, ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა!” – ნიკა მელია ხარჩილავას ავტომობილის დაწვაზე

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ოპოზიციის ლიდერი წერს, ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს, რადგან მსგავსი ქმედებები რუსეთში აპრობირებული მეთოდია:

“ასე ესმით დეპოლარიზაცია – მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით.
ასე ესმით თანამშრობლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან.
ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა!
ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს! ამ გზას იმ რუსეთში მივყავართ, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა, მათ იქ მივყავართ, მაგრამ საქართველო არ გახდება ასეთი – ტერორისტული სახელმწიფო!
წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება – არ იწვება და ვერ განადგურდება!
ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!” – წერს მელია.

იტვირთბა....