ევროკავშირში უკრაინისა და საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებაზე შეთანხმდნენ.
შეთანხმების თანახმად, უკრაინისა და საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს ევროპა არ აღიარებს და შესაბამისად, დოკუმენტის მფლობელები ვიზას ვერ მიიღებენ და ვერც შენგენის ზონის გადაკვეთის უფლებას.
გადაწყვეტილებას შემდეგში ევროპარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი.

