ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ესტონეთში რუსული გემები ვეღარ შევლენ – ქვეყანამ ოკუპანტი სახელმწიფოსთვის პორტები დახურა

ესტონეთის საზღვაო საზღვარი რუსული გემებისთვის დაიხურა – აღნიშნული გადაწყვეტილება ტრანსპორტის დეპარტამენტს ეკუთვნის.

“რუსეთის რეესტრში რეგისტრირებულ გემებს ჩამოერთვათ ესტონეთის პორტებში შესვლის უფლება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრთან ყველა ოპერაციის აკრძალვას გულისხმობს.

იტვირთბა....