საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ხელისუფლების მხარდამჭერი და ალტ-ინფოს ხშირი რესპოდენტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც უკრაინის გამარჯვების სჯერა, იდიოტებს უწოდებს.
მეტრონომი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ვინც ახლა უკრაინის უპირობო გამარჯვებაზე ლაპარაკობთ, ნება მიბოძეთ, არ დაგეთანხმოთ!
უფრო მეტიც, თავს უფლებას მივცემ, ღრმა პატივისცემით და დიდი მოკრძალებით გიწოდოთ უიმედო იდიოტი!
ქვეყანა ნადგურდება, ყველაფერი ინგრევა და იწვის, რა გამარჯვება, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?!” – წერს მძინარაშვილი.