aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

Destination Porsche – „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა

  • „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული სერვისცენტრი ერთ-ერთი პირველი ლოკაციაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც „Destination Porsche“ კონცეფციით შეიქმნა.
  • გერმანული პრემიუმ ბრენდი გეგმავს, რომ თბილისის მაგალითზე, მსოფლიოს მასშტაბით, პორშეს სხვა ცენტრების რეკონსტრუქცია განახორციელოს.
  • Destination Porsche – ეს არის თანამედროვე დიზაინის შოურუმი, რომელიც მომხმარებლის მიმართ განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ მიდგომას ითვალისწინებს.
  • „პორშე ცენტრი თბილისის“ შენობა 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და შოურუმსა და სერვისცენტრს აერთიანებს. მთავარ დარბაზში 7 ავტომობილის გამოფენაა შესაძლებელი, საოფისე ზონაში კი 17 სამუშაო პლატფორმაა განლაგებული.
  • ცალკე გამოიყო სივრცე იმ მომხმარებლისთვის, ვისაც სურს, ავტომობილის დეტალები პირადად ადგილზევე შეარჩიოს. სპეციალურ ოთახში დამონტაჟებულია პორშეს კონფიგურატორიც.
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აღმაშენებლის ხეივანში „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული შოურუმი გაიხსნა. ვიზუალური და კონცეპტუალური განახლების შედეგად სივრცე გერმანული ბრენდის უახლესი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

გახსნის ცერემონიისთვის გერმანიიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ პორშეს სათავო ოფისის წარმომადგენლები.

პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი: „მიხარია, რომ დღეს ჩვენს სტუმრებს „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებულ შოურუმში ვმასპინძლობთ. პორშეს სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენც მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე და ვფიქრობ, ახალი ცენტრი სწორედ ამის დასტურია. მის ასაშენებლად 20 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ, რაც მსგავსი პროექტებისთვის საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტო თანხაა. გვინდა, რომ გერმანული პრემიუმ ბრენდის მომხმარებლისთვის ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს. გვიხარია, რომ ჩვენი ახალი შოურუმი მოგვცემს საშუალებას, პორშეს ქართველ თაყვანისმცემლებს ბრენდი სრულყოფილად წარვუდგინოთ“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ შოურუმის განახლებაზე 9 თვის განმავლობაში მუშაობდა. ინოვაციური სერვისცენტრი თიბისისთან პარტნიორობით აშენდა.

გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე:  თეგეტა ჰოლდინგის დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორები და მხარდამჭერები ვართ. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია უკვე 20 წელიწადზე მეტს ითვლის. მოხარულები ვართ და გვეამაყება, რომ ავტოინდუსტრიაში უპირობო ლიდერთან ერთად კიდევ ერთი მსხვილი პროექტი განვახორციელეთ. „თეგეტას“ მიერ ქართულ ბაზარზე, საავტომობილო ბრენდებთან და მოდელებთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება შემოდის და არაერთი სიახლე ინერგება. სწორედ ამის მაგალითია „პორშეს“ ბრენდიც“.

„პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული შოურუმის გახსნის ღონისძიების მხარდამჭერები სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ახალი ბრენდი „პრიმო“ და  ციფრული გადახდის გლობალური ლიდერი Mastercard იყვნენ.

საგანგებოდ დაიგეგმა გახსნის ცერემონია და თითოეული დეტალი შოურუმის კონცეფციას მოერგო. შენობის წინ მოწყობილი სცენა ინსტალაციას დაეთმო, სადაც თეთრი Porsche Taycan იყო განთავსებული. უახლესი მოდელისთვის სხვადასხვა ფერის მორგება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გახდა შესაძლებელი.

კიდევ ერთი ინსტალაცია 90-იანი წლების განსაკუთრებული მოდელის Porsche 964-ის შესახებ შეიქმნა. ნამუშევარში ინტეგრირებული იყო Augmented Reality, რომელიც ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ინსტალაციის ნახვა მსურველს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლო. ნამუშევარზე არტისტებმა – გიორგი ტყებუჩავამ და თეონა კოხოძემ იმუშავეს.

პორშეს უახლესი და კლასიკური მოდელები იყო წარმოდგენილი უშუალოდ საექსპოზიციო სივრცეში. გამორჩეული ადგილი Porsche Carrera GT-მ დაიკავა. მოდელი, რომლის პრეზენტაციაც 2003-ში ჟენევის საავტომობილო შოუზე შედგა, ლიმიტირებული რაოდენობით, სულ, 1270 ერთეული გამოვიდა.

ახალი სერვისცენტრის ტერიტორიაზე ქართველი შემსრულებლების კონცერტიც გაიმართა. სტუმრებისთვის კომპოზიციები შეასრულეს ნიკოლოზ რაჭველმა და სიმფონიურმა ორკესტრმა, ასევე ბექა გოჩიაშვილმა და გიორგი ცაგარელმა .

გახსნის ცერემონიას 700-ამდე სტუმარი ესწრებოდა.

კონცეპტუალურ სივრცეებად დაყოფილი შოურუმი:

„პორშე ცენტრი თბილისის“ შენობა 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს.

შოურუმში, გერმანული ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, დაათვალიეროს უახლესი და ექსკლუზიური მოდელები, თავად გამოცადოს Porsche-ს თამამი სტილი და, სურვილის შემთხვევაში, მანქანის ექსტერიერიცა და ინტერიერიც საკუთარი გემოვნებით, კონფიგურატორის დახმარებით შეარჩიოს.

გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენდა „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი სერვისცენტრიც, რომელიც რეგიონში პორშეს სერვისის ჰაბად მიიჩნევა. ცამეტ სხვადასხვა სივრცეში ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურება გაერთიანდა. მათ შორის, ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება, ასევე სწრაფი მომსახურების სივრცეები.

 

პორშეს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში ელექტრომობილების ხაზი ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ახალ სერვისცენტრში ცალკე გამოიყო სივრცე ელექტრიფიცირებული მოდელებისთვის, სადაც ნებისმიერი სერვისის მიღებაა შესაძლებელი. პორშეს მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსები ახალ სერვისცენტრში მომხმარებელს გერმანული სტანდარტების ტექნიკითა და ხელსაწყოებით მოემსახურებიან.

განახლებული შოურუმის ტერიტორიაზე პორშეს რვა ელექტროდამტენი განთავსდა. თანამედროვედ მოწყობილ ავტოსადგომზე, რომლის ფართობიც 400 კვადრატული მეტრია, 40-ამდე ავტომობილის განთავსებაა შესაძლებელი.

Destination Porsche – შიდა და გარე დიზაინი

„პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული შოურუმის დიზაინი გერმანული სტანდარტების მიხედვით შეიქმნა. ღია სივრცეში თეთრი ფერი ჭარბობს, რასაც განათების ორიგინალური სისტემა კიდევ უფრო აძლიერებს. ალუმინისა და ხის ფაქტურის კომბინაცია კი გარემოს თბილსა და კომფორტულს ხდის. ახალი მასშტაბური სივრცე თანამედროვე აუდიო და ვიდეოსისტემებით აღიჭურვა.

„პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმის განახლებაზე სამშენებლო კომპანია „გრავიტამ“ მუშაობა 2021 წლის ნოემბერში დაიწყო.  მშენებლობის სრული მენეჯმენტი LSG solutions-მა უზრუნველყო. გერმანული ბრენდის სტანდარტების მიხედვით, სრულად განახლდა საოფისე ნაწილი. შოურუმს დაემატა საექსპოზიციო სივრცე. საგანგებოდ აღიჭურვა ოთახი ინდივიდუალური დიზაინის შესარჩევად, სადაც სხვადასხვა მასალისა და ფერის ფართო არჩევანია წარმოდგენილი.

დღეიდან გერმანული პრემიუმ ბრენდის მომხმარებელს „პორშე ცენტრი თბილისი“ მაღალი ხარისხისა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას ახალ, თანამედროვე სერვისცენტრში შესთავაზებს.

 

„პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე, კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

იტვირთბა....