ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მოსახლეობამ შენიშნა, რის შესახებაც სამართალდამცველებს შეატყობინეს. ამ დროისთვის გარდაცვლილი იდენტიფიცირებული არ არის.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.