სასტიკი მკვლელობა დიდ დიღომში. 20 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქემ 40 წლის ქართველი ქალი მოკლა.
მამაკაცმა ათობით ჭრილობა გარდაცვლილს ცივი იარაღით მიაყენა.
სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ კი ქალის ცხედარს ნაქირავებ ბინაში მალავდა.
ფარნავაზ მეფის 35-ში პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ბინის მეპატრონე უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კავშირზე ვერ გავიდა და პატრულში დარეკა.
ადგილზე პოლიცია გვიან ღამემდე მუშაობდა.