დღეს “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას კიდევ ერთი პროცესი გაიმართა, სადაც პროკურორი და დაცვის მხარე დაკვნითი სიტყვებით გამოვიდნენ.
სხდომაზე ხმაური იყო – “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. მიზეზი პოლიტიკოსის ქმედება გახდა – ხოშტარია პროკურორთან მივიდა სიტყვებით: “ხელს მოგკიდებ”.
აღნიშნული ქმედების გამო მოსამართლემ მას ჯერ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, შემდეგ დარბაზი დაატოვებინა.