ნაძალადევში 35 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს მრავლობითი ჭრილობა მეგობარმა მიაყენა.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია.
მედიის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3-იდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.