უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება აცხადებს, რომ თუ ნატო გადაწყვეტს განსაზღვროს იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლებიც უკრაინას ინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის სჭირდება, ქვეყანა მზად არის გადადგას ეს ნაბიჯები.
კულებამ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, მათ საკუთარ პოზიციებს უნდა გადახედონ.
“ევროატლანტიკური სივრცის მომავალი უკრაინაში წყდება. ევროატლანტიკური უსაფრთხოება შეუძლებელია უკრაინის გამარჯვების გარეშე. ცხადია რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და იმ ქვეყნებმაც, რომლებიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, უნდა გადახედონ თავიანთ პოზიციას ამ ახალ გარემოებებში,” – განაცხადა კულებამ.