ახალი ამბები პოლიტიკა უკრაინის ომი

უკრაინა თავისას დაიბრუნებს, ყველგან ჩვენი დროშა იქნება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ დონეცკის ოლქის ლიმანში რამე ფსევდორეფერენდუმის ნიშანიც კი აღარ არის.

მისი თქმით, ამ კვირაში დონბასში უკრაინის დროშები მომრავლდა, ხოლო ერთ კვირაში კიდევ უფრო მეტი იქნება.

“მაშინ რა ფსევდორეფერენდუმი? ეს რა, ორი დონეცკის ოლქი არსებობს? დონეცკის ოლქის იამპოლის ორი დასახლება? ან ტორსკოეს ორი დასახლება? უკრაინის წინსვლა გაგრძელდება. უკრაინის დროშა უკვე დონეცკის ოლქის ლიმანშია. იქ ჯერ კიდევ გრძელდება საბრძოლო ქმედებები. თუმცა იქ უკვე აღარ არის რამე ფრევდორეფერენდუმის ნიშანიც კი… უკრაინა თავისას დაიბრუნებს. აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც. იმასაც, რის ანექსირებასაც ახლა ცდილობდით და ყირიმსაც, რომელსაც 2014 წლიდან ანექსირებულს ეძახიან. ყველგან ჩვენი დროშა იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....