მსოფლიო

აფეთქება ესპანეთში – დაშავებულებს შორის 10 ბავშვია

ესპანეთში, სამეცნიერო ფესტივალზე აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 ბავშვია.

აფეთქება ჟირონას უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალზე მოხდა. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის მეცნიერი 200-დან 300 ადამიანის თანდასწრებით ატარებდა ექსპერიმენტს, რომლის მიზანის იყო კასრში თხევადი აზოტისა და ცხელი წყლის რეაქციის ჩვენება, რასაც აფეთქება მოჰყვა.

დაშავებულთა რიცხვი ამ მომენტისთვის 18 ადამიანს აღწევს, მათ შორისაა მეცნიერი და ათი 3-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვი. გამოცემის ინფორმაციით, დაზარალებულებს არ აღენიშნებათ დამწვრობები, თუმცა მათგან უმეტესობას აფეთქებული მეტალის კასრის ნაწილებმა მიაყენა ზიანი.

წყარო: anews

იტვირთბა....