ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც სკოლის კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია, რისთვისაც სკოლის ადმინისტრაციისგან მკაცირი საყვედური მიიღო, ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს.
“სკოლის დერეფანში შავამჩნიე, რომ გამოკრული იყო დროშები. კლასელებთან ერთად ვიყავი და შევამჩნიე, რომ რუსეთის და აფხაზეთის დროშები იყო გამოკრული. მივედი და პირველ რიგში, ჩამოვხიე რუსეთის დროშა. ცოტა მაგრად იყო მიწებებული და დრო დამჭირდა, რომ მომეხსნა. ამასობაში, დაირეკა ზარი, გამოვიდნენ მანდატურები და ავედით კლასში, სადაც გამოვთქვით პროტესტი, თუ რატომ იყო გამოკრული აფხაზეთის დროშა, რის შემდეგაც, მოგვცეს თანხმობა, რომ კი ბატონო, ჩამოხსენითო – ჩავედით და ჩამოვხსენით ეს დროშა”, – იხსენებს სკოლის მოსწავლე.
მისივე თქმით, სკოლიდან არ გაურიცხავთ, მაგრამ დედამისი დაიბარეს და უთხრეს, შვილი სხვა სასწავლო დაწესებულებაში გადაეყვანა.
“ჩემი მშობელი დაიბარეს და დააყენეს იმ ფაქტის წინაშე, რომ ბავშვი სადაც გინდა იქ გადაიყვანეო – დირექტორმა უთხრა. აგრესორიაო, დღეს რომ დროშა ჩამოხიაო, ხვალ შეიძლება ჩემს რუს მოსწავლეს მივარდეს და თვალები გამოთხაროსო”, – ამბობს მოსწავლე ტელეკომპანია “ფორმულასთან”.
ამავე თემაზე: ბათუმის სკოლაში აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დროშა გააკრეს – დირექტორი გათავისუფლდა