ახალი ამბები მთავარი

ეს რა არის? რუსებს საქართველოს საზღვარზე მართლა სთხოვენ რუსეთის ოკუპანტად აღიარებას? – ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, მას ხელთ აქვს დოკუმენტი, რომლის ხელმოწერასაც საქართველოში შემოსვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე სთხოვენ. ვოლოდინის თქმით, დოკუმენტის ხელმომწერებმა უნდა აღიარონ, რომ რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა და მას ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი”.

დუმის სპიკერის თქმით, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, “საქმე გვაქვს დანაშაულთან”.

“გადმომცეს დოკუმენტი, რომელიც მათგან, ვინც რუსეთ-საქართველოს საზღვარს კვეთს, მოითხოვს, რუსეთის ფედერაციის, როგორც საოკუპაციო რეჟიმის აღიარებას. თუ ეს ასეა და ჩვენი მოქალაქეების ხელს აწერენ ამ დოკუმენტს, სრულებით ცხადია – ეს დანაშაულია. ამას მიხედვა უნდა, რადგან პირველ პუნქტში ნათქვამია – “ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ქვეყანა არის აგრესორი – ეს უკვე კრიმინალური პასუხისმგებლობაა. მეორე პუნქტი ცნობს, რომ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიები, აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” ოკუპაციის ქვეშაა… ეს რა არის? იქნებ კარგია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ამას ხელი მოაწერეს, წავიდნენ? მათ უკვე გვიღალატეს, მაგრამ მათ უნდა ვუთხრათ – მათ უკვე ჩაიდინეს არაერთი დანაშაული საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე და თუ დაბრუნდებიან, დაისჯებიან”, – აცხადებს ვოლოდინი.

ცნობისთვის, ვოლოდინი სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ მომზადებულ ყალბ დოკუმენტს ეხმაურება, რომელიც “სირცხვილიას” აქტივისტმა შეადგინა და ტელეგრამ ჩატში სახელოწდებით “ზემო ლარსი – ჩატი” გააგზავნა. ფორმა სპეციალურად იყო შედგენილი ორთოგრაფიული შეცდომებით და რამდენიმე წუთში წაიშალა.

იტვირთბა....