რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ეფესბე) თანამშრომლებმა ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნტთან დაახლოებით 10 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია BAZA-ს ტელეგრამ გვერდზე გავრცელდა.
არსებული ცნობით, დაკავებულებს შორის არიან პოლიციელები და ტაქსის მძღოლები.
“წინასწარი მონაცემებით, დაკავების მიზეზი ტაქსის მძღოლების შეთანხმება გახდა რუსეთის შსს-ს თანამშრომლებთან და ასევე, ზემო ლარსის მიმართულებით გადასვლის მსურველთა რეკვიზიციები”, – წერია ინფორმაციაში.
თვითმხილველების თქმით, საგზაო პოლიციის თანამშრომლები მათ და ასევე ავტობუსის მძღოლებს აიძულებდნენ, “თითო პასპორტზე 5 ათასი რუბლი აეკრიბათ” და ეუბნებოდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საზღვარზე არ შეუშვებდნენ”.