რუსეთმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის კალიუმის იოდიდის აბების შესასყიდად 5 მილიონი რუბლი გამოყო. პრეპარატი ხელს უშლის ორგანიზმში რადიოაქტიური იოდის შეწოვას და ადამიანს რადიაციული დაზიანებებისგან იცავს.
ამას წინ უძღოდა დიმიტრი მედვედევის მუქარა ბირთვულ იერიშთან დაკავშირებით.
“ბაიდენი და ტრასი, ასევე ბლინკინები და სალივანები რუსეთს სთხოვენ, “ბირთვულ ღილაკს” ხელები მოაშოროს. ისინი მუდმივად გვემუქრებიან “საშინელი” შედეგებით – თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და ლონდონელი დეიდა, სრულიად მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს საპასუხო ბირთვული დარტყმები ჩვენს ქვეყანასთან. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, ყრუ-მუნჯებისთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავის ესმის – რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში. თუკი ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით, ან თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესია საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს არსებობას,” – განაცხადა მედვედევმა.