ტრაგედია მოხდა თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე – ავტომობილის მართვისას, კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა.
როგორც “პრაიმტაიმი” თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, კაცი ავტომობილის მართვისას შეუძლოდ გახდა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რასაც შეჯახება მოჰყვა.
მომხდარის სავარაუდო მიზეზი – ინსულტია.