ახალი ამბები მსოფლიო

ცნობილია პირის ვინაობა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ სკოლას თავს დაესხა

რუსეთში ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, თავდამსხმელი ამავე სკოლის კურსდამთავრებული არტემ კაზანცევია.

როგორც ირკვევა, კაზანცევმა თავი მოიკლა. საგულისხმოა, რომ ის მანამდე ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში იყო რეგისტრირებული.

იტვირთბა....