ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“დასავლეთი რუსეთს პატივისცემით უნდა მოეპყროს” – პუტინი

დასავლეთი რუსეთს პატივისცემით უნდა მოეპყროს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ (რუსეთის ფედერაციას) პატივისცემით უნდა მოგვეპყრონ“, – თქვა პუტინმა.

ამაზე ადრე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი ევროკავშირს არ დაელაპარაკება, თუ ეს უკანასკნელი მის მიმართ პატივისცემას არ გამოიჩენს.

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....