რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული ავრცელებს.
დაღუპულთა შორის არიან მოსწავლეები, სკოლის დაცვის 2 წევრი და 2 მასწავლებელი.
მედიის ცნობით, ქალაქ იჟევსკში შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და უსაფრთხოების სამსახურები მივიდნენ.
სროლა 88-ე სკოლაში მოხდა, სადაც თითქმის 1 000 მოსწავლე და 80 მასწავლებელი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა, ხოლო სროლის მოტივი უცნობია.