ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

ფლანგვის დეტექტორი: “უცნობმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ მის ძმას ბიუჯეტიდან 7 მლნ დაფინანსება არ მიუღია

“უცნობმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ მის ძმას ბიუჯეტიდან 7 მლნ დაფინანსება არ მიუღია, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის დირექტორის, ტარიელ ჩიჩუას აღიარებით, “დაკარგული ედემის” იდეაზე მუშაობა ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად დაიწყო.

“გია გაჩეჩილაძის (უცნობის) თქმით, მისი ძმა ამ კომპანიაში მრჩევლის თანამდებობას იკავებდა და დაფინანსებასთან კავშირში არ იყო.

თუმცა კომპანიის დირექტორის, ტარიელ ჩიჩუას აღიარებით, “დაკარგული ედემის” იდეაზე მუშაობა ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად დაიწყო.

მეტიც, მისი იდეით შექმნილი და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კომპანიის გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლების ოფიციალური მფლობელი ლევან გაჩეჩილაძეა.

თუკი პროექტი წარმატებული იქნებოდა, კომპანია ლევან გაჩეჩილაძის ხელში გადავიდოდა, ხოლო წარუმატებლობის ხარჯები მთლიანად სახელმწიფომ გაიღო.

როცა “დაკარგული ედემის” იდეა მთავრობა წარუდგინეს, მას გაჩეჩილაძის მეგობარი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, საპარტნიორო ფონდის დირექტორი კი ყოფილი თანაპარტიელი დავით საგანელიძე იყო.

“დაკარგული ედემის” პროექტის დირექტორი და თანაავტორი ტარიელ ჩიჩუა 2018-2019 წლებში სახელმწიფო კომპანიის, თბილავიამშენის დირექტორი იყო.

2018 წელს ეკონომიკის მინისტრმა ქობულიამ ინვესტიცია კერძო აუდიტორს შეაფასებინა, რომელმაც დაადგინა, რომ სახელმწიფო 7 მილიონს სავარაუდოდ ან საერთოდ ვერ ამოიღებს, ან მხოლოდ მცირე ნაწილს დაიბრუნებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ გადაცემაში გია გაჩეჩილაძეს, იგივე “უცნობს” სტუმრად პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ჰყავდა.

ზურა ჯაფარიძემ უცნობს უთხრა, რომ მის ძმას ბიუჯეტიდან 7 მლნ ლარი ჰქონდა აღებული, რაც გია გაჩეჩილაძემ უარყო და ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

იტვირთბა....