ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ახლა ყველანი სახლში წავალთ” – რუსმა წვევამდელმა სამხედრო კომისარი დაჭრა

რუსული “ტელეგრამ არხების” ცნობით, რუსეთში ირკუცკის ოლქში 25 წლის წვევამდელმა, რუსლან ზინინმა სამხედრო გაწვევის კომისარი ალექსანდრ ელისეევი დაჭრა.

ირკვევა, რომ შემთხვევა გაწვევის პუნქტში მოხდა.

“ტელეგრამ” არხების ცნობით, გასროლამდე წვევამდელმა დაიძახა „ახლა ყველანი სახლში წავალთ“ – შემდეგ კი კომისრის, ალექსანდრ ელისეევის მისამართით გაისროლა.

არსებული ინფორმაციით, ზინინა უკვე დააკავეს, ხოლო კომისარი ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება.

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს აპირებს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

 

იტვირთბა....