ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“აშშ-ს აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს” – ბლინკენი

შეერთებულ შტატებს აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ. ვაშინგტონმა პირადად აცნობა მოსკოვს სავარაუდო შედეგების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CBSNews-თან ინტერვიუში  განაცხადა.

კითხვაზე, დაუკავშირდა თუ არა აშშ პირადად კრემლს ბირთვული ომის საფრთხესთან დაკავშირებით, ბლინკენმა დადებითად უპასუხა: “დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა მოისმინოს და ისწავლოს ჩვენგან, რომ შედეგები საშინელი იქნება. ჩვენ ეს ძალიან ნათლად განვაცხადეთ”.

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....