ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის არმიამ რუსეთის 5 საბრძოლო მასალის საცავს, ბაზას, შტაბს და სამეთაურო პუნქტს დაარტყა

უკრაინის არმიამ რუსეთის 5 საბრძოლო მასალის საცავს, ბაზას, შტაბს და სამეთაურო პუნქტს დაარტყა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, განადგურებულია საბრძოლო მასალის საწყობები ხერსონის ოლქის ალჩევსკის, სკადოვსკის, და ბერისლავის რაიონებში, ასევე ზაპოროჟიეში.

უკრაინელმა დამცველებმა ასევე დაბომბეს რუსული ბაზა სკადოვსკის ოლქში, შტაბი ნიკოლაევის ოლქის სნიგირევსკის რაიონში და მტრის სამეთაურო პუნქტი ბერისლავის მხარეში.

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....