ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთის პატრიარქის თქმით, უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროები ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან

რუსეთის პატრიარქი, კირილი ამბობს, რომ უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროები ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან.

მისივე მოსაზრებით, ისინი სამშობლოსთვის თავს სწირავენ და ვალს იხდიან.

“ჩვენ ვიცით, რომ დღეს შიდა ომის ველებზე ბევრი იღუპება. ეკლესია ლოცულობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ამ ძმათამკვლელ ომში რაც შეიძლება ნაკლებმა ძმამ მოკლას ერთმანეთი. ასევე, ეკლესიამ იცის, რომ ვისაც ამოძრავებს ფიცის შესრულების გრძნობა, აქვს მოვალეობის გრძნობა, თავისი მოწოდების ერთგული რჩება და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება, ეს მსხვერლის ტოლფასია. ის თავს სხვებისთვის წირავს და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მსხვერპლი ჩამორეცხავს ყველა ცოდვას, რაც ადამიანმა ჩაიდინა”, – აცხადებს რუსეთის პატრიარქი.

შეგახსენებთ, პატრიარქი კირილი ადრე აცხადებდა, რომ ახალგაზრდა რუსები “გმირულ საქმეს აკეთებდნენ” უკრაინელების მკვლელობით. 

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....