ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“[მობილიზაცია] ვერ მიდის კარგად, რუსეთში პუტინს ერთი 261 ათასი კაცი დაეთესა” – პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს და ფრონტის ხაზზე არსებულ სიახლეებზე გვიყვება:

“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDდეილიNიუსი #BDN მოვიდა ორშაბათ დილას სულ კაი კაი ამბებით!

დავიწყოთ იმით, რომ ნასამს-ის ჰერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რომლითაც თეთრ სახლს იცავენ, ახლა ხარკოვის ცას დაიცავენ! მაგასაც ვნახავთ აწი რას დაბომბავენ!

გუშინ კიდევ 1 სუ-25, 1 მი-8 და 3 ირანული დრონი დაამიწეს ჩვენებმა!

ჩვენმა ავიაციამ და არტილერიამ კიდევ 20 მდე შეიარაღების საწყობი და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილი, აგრეთვე საკომანდო პუნქტები გაუნადგურა ურდოს!

დონეცკის ლიმანის ირგვლივ ისეთი ამბები ხდება, დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებს ქე რო დიდწილად გაათავისუფლებს! იქნება მალე ოფიციალური დოსტურები!

ბახმუტის მიმართულებაზე კიდევ ჩვენები მაგრად დგანან! ისევ მოიგერიეს და მაგრადაც ჩახოცეს ურდოსიკები!

კოლაბორანტებს ყველგან პოულობენ და იპოვიან! ხერსონში სასტუმროში წამოპლაკული მოღალატე ჟურავკო პირდაპირ კობზონთან გაუშვეს სხვა ორკებთან ერთად!

მელიტოპოლში ჯიგარმა პარტიზანებმა, მარტო ხო არ გავუშვებდითო და გააყოლეს მელიტოპოლიდანაც ამობუგული “კამანდა”!

საფლავიზაცია/სიკვდილიზაცია ვერ მიდის კარგად! დაღესტანში პარტიზანული მოძრაობა დაიწყო! დღეს ყაბარდო-ბალყარეთშიც აქციებია დაგეგმილი! ციმბირში და სხვა მხარეებშიც დაიწყეს კომისარიატებში მოლოტოვის კოქტეილების ჩამორიგება!

ერთი 261 ათასი კაცი დაეთესა! 15 კმ-იანი რიგია ჩვენს საზღვართან! “სილავიკები” თხოვენ პუტლერს, დაკეტოს საზღვრები! 28-სთვისო ამბობენ!

და ბოლოს, მართლა “ბომბა” განცხადებები ხიეს ამერიკელებმა რუსებს! უშიშროების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დახურული არხებით ძალიან მაღალ დონეზე პირდაპირ ვუთხარით რუსებს, რომ ნებისმიერი სახის ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში მოყვება კატასტროფული შედეგები რუსეთისთვისო. იგივე გაიმეორა სახ.მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა!

ალბათ, მოდელირება გაუკეთეს როგორ ხვდება ბაშკაში ბუნკერის მღრღნელს პუტლერს!

უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ინგრევა!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!”, – წერს პეტრიაშვილი.

იტვირთბა....