რუსეთი ახალწვეულებს უკრაინაში მომზადების გარეშე გზავნის – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ეს მნიშვნელოვნად აისახება მტრის სამხედრო მოსამსახურეების მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა ახალწვეულებს მობილიზებაზე მომზადების გარეშე გზავნის, იმისთვის რომ დანაყოფები შეავსონ“, – აცხადებენ გენშტაბში.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.