[su_quote]თუ რუსეთი ამ ხაზს გადაკვეთს, მისთვის შედეგები კატასტროფული იქნება. აშშ გადამწყვეტ და მკაცრ პასუხს გასცემს.[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლმა ჯეიკ სალივანმა NCBC-სთან რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.